ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ალექსანდრ ტუპიცკის, ასევე, ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრებს, მათ შორის, მის სპეციალურ წარმომადგენელს სანქციები დაუწესა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ალექსანდრ ტუპიცკის, ასევე, ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრებს, მათ შორის, მის სპეციალურ წარმომადგენელს სანქციები დაუწესა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევს სანქციები დაუწესა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ალექსანდრ ტუპიცკის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრებს, მათ შორის, მის სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელს, კირილ დმიტრიევს სანქციები დაუწესდათ.
„დღევანდელი სანქციები პუტინის სამთავრობო სტრუქტურებში მომუშავე პირებსა და დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ძარცვაში მონაწილე პირებს მოიცავს. ასევე, ჩვენ მუშაობას ვიწყებთ რუსული გამომცემლობების წინააღმდეგ, რომლებიც მთელ მსოფლიოში აგრესიას ამართლებენ და რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.