ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სერგეი გაიდაი მუკაჩევოს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გაათავისუფლა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სერგეი გაიდაი მუკაჩევოს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სერგეი გაიდაი მუკაჩევოს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
უკრაინული მედია წერს, რომ დრონებისა და ელექტრონული საბრძოლო სისტემების შეძენასთან დაკავშირებული კორუფციის საქმეში მონაწილეობის გამო, „ხალხის მსახურის“ სახალხო დეპუტატის, ალექსეი კუზნეცოვის გარდა, მუკაჩევოს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი დააკავეს.
მანამდე კი, ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ სამხედრო ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებით კორუფციულ სქემები გამოავლინეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.