არქივი10 დეკემბერი, 2025, 09:26
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მარკ კარნიმ სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ სატელეფონო საუბრის დროს სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს.
ინფორმაციას კანადის პრემიერი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„ყურადღება გავამახვილეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნებაზე, რათა მან კეთილსინდისიერად აწარმოოს მოლაპარაკებები და უკრაინა მოლაპარაკებების ცენტრში იყოს. კანადა გააგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, - წერს მარკ კარნი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.