ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანტონიო გუტერეშს BRICS-ის სამიტზე დასწრების შემდეგ უკრაინაში ვიზიტზე უარი უთხრა – მედია

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანტონიო გუტერეშს BRICS-ის სამიტზე დასწრების შემდეგ უკრაინაში ვიზიტზე უარი უთხრა – მედია

რუსეთში ვიზიტის შემდეგ, გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს უკრაინაში ჩამოსვლა უნდოდა, მაგრამ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Agence France-Presse-ი (AFP) უკრაინის პრეზიდენტის ოფისში მაღალი თანამდებობის მქონე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, წყაროს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ვიზიტზე მისი BRICS-ის სამიტში მონაწილეობის გამო, რომელიც რუსეთის ქალაქ ყაზანში ჩატარდა.
“ყაზანის შემდეგ [გუტერეშს] უკრაინაში ჩამოსვლა უნდოდა, მაგრამ პრეზიდენტმა არ შეათანხმა მისი ვიზიტი. ამიტომ გუტერეში აქ არ იქნება”, - განაცხადა წყარომ.
გამოცემის წყარომ აღნიშნა, რომ გაეროს გენერალური მდივნის უკრაინაში ვიზიტი იმიტომ არ შედგა, რომ მან თავისი საქციელით საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მნიშვნელობა დაამცირა, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
წყაროს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ვიზიტზე მისი BRICS-ის სამიტში მონაწილეობის გამო, რომელიც რუსეთის ქალაქ ყაზანში ჩატარდა.
ინტერპრესნიუსი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.