ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანალენა ბერბოკს იაროსლავ ბრძენის ორდენი გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს იაროსლავ ბრძენის ორდენი გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიევში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შექმნილი უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე ხარკოვში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმება მოუხდა.
ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა ანალენა ბერბოკს „სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის“ იაროსლავ ბრძენის ორდენი გადასცა.
შეგახსენებთ, დღეს, ანალენა ბერბოკი კიევს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მეშვიდედ ეწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.