ვოლოდიმირ ზელენკი – უკრაინას ან ბირთვული იარაღი ექნება ან ჩვენ ნატო-ს წევრი ვიქნებით

უკრაინას ან ბირთვული იარაღი ექნება, ან ჩვენ ნატო-ს წევრი ვიქნებით, – უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამის შესახებ მან აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განაცხადა.
„დიდი ქვეყნებიდან, ბირთვული სახელმწიფოებიდან რომელი დაზარალდა? არცერთი. მხოლოდ ერთი – უკრაინა. ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? ერთმა – უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? უკრაინა. დონალდ ტრამპთან საუბრისას მას ვუთხარი: რა არის გამოსავალი? ან უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება და ეს ჩვენთვის დაცვა იქნება, ან რაიმე სახის ალიანსი უნდა გვქონდეს. ნატო-ს გარდა ჩვენ სხვა ეფექტური ალიანსები არ ვიცით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე მონაწილეობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღეს ნატო-ს ქვეყნები არ იბრძვიან, სწორედ ამიტომ, უკრაინა ნატო-ს ირჩევს და არა ბირთვულ იარაღს.
„მჯერა, დონალდ ტრამპმა მომისმინა, მან თქვა: „თქვენ სამართლიანი არგუმენტები გაქვთ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)