ვნახეთ ამერიკა, რომელიც უკან მოსდევს პუტინის რუსეთს — სალომე ზურაბიშვილი ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება თეთრ სახლში უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების დაძაბულ შეხვედრას და ვოლოდიმირ ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
„ბევრი წლის წინ, როდესაც პირველად მომიწია წარმემართა მოლაპარაკებები დამოუკიდებლად, ჩემზე უფრო გამოცდილმა კოლეგამ მირჩია: „ყველაფრის უფლება გაქვს, მაგრამ არასდროს, არასდროს დაამცირო შენი კოლეგა!“ ამაზე უნდა იფიქრონ მათაც, ვისაც უნდა, რომ მშვიდობისმყოფელად აღიქვამდნენ! ყველა, ვისაც ესმის, რას ნიშნავს იცავდე შენს ქვეყანას, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, არა ერთგზის, არამედ კვლავ და კვლავ უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე, თქვენ გვერდით დგანან, პრეზიდენტო ზელენსკი. დარწმუნებული არ ვარ, რომ დღეს ვნახეთ ამერიკა, რომელიც პირველი სახელმწიფოა. უფრო ვნახეთ ამერიკა, რომელიც უკან მოსდევს პუტინის რუსეთს. ამ დროს კი ყველას გვჭირდება ძლიერი ამერიკა ძლიერ ევროპასთან ერთად. როგორც ჩანს, როგორც იქნა, ვნახავთ ამ უკანასკნელის დაწინაურებას!“ — დაწერა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა