ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ვლოცულობ, რომ პრემიერლიგაში გადავიდეს" - ადებაიორმა ოსიმენზე ისაუბრა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ემანუელ ადებაიორმა BBC-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.
"არსენალის" ყოფილი შემტევის თქმით, იგი ლოცულობს, რომ ზაფხულში ვიქტორი ინგლისის პრემიერლიგაში გადავიდეს.
"მას ყველანაირი ხარისხი გააჩნია იმისთვის, რომ პრემიერლიგაში უმაღლეს დონეზე ითამაშოს. სწორი მენტალიტეტი აქვს. ვთვლი, რომ ამ ნაბიჯის გადასადგმელად ახლა ყველაზე სწორი დროა. ვლოცულობ, რომ ეს მოხდეს.
ოსიმენმა დროგბას გზა უნდა გააგრძელოს და უმაღლეს მწვერვალს მიაღწიოს. მჯერა, რომ ამის გაკეთებას შეძლებს", - განაცხადა ადებაიორმა.
შეგახსენებთ, ვეტერანი ტოგოელი სხვადასხვა დროს "არსენალის", "მანჩესტერ სიტის", "ტოტენჰემისა" და "კრისტალ პალასის" ღირსებას
იცავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.