ვლადიმირ პუტინს “ქართული ოცნების” “სიმამაცე” აკვირვებს

28 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაიმეორა თავისი პრესმდივნის, დმიტრი პესკოვისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ ადრე გაკეთებული განცხადებები, რომ რუსეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, საქართველო შიდაპოლიტიკურ პროცესებში არ ერევა.
“ოფიციალურ დონეზე, ჩვენ არ ვერევით შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ საერთოდ არ ვეჩხირებით, უბრალოდ არ ვეხებით მას. რაც შეეხება დასავლეთის ჩარევას, იმავეს ვერ ვიტყვი ჩვენს დასავლელ “კოლეგებზე”,-განაცხადა პუტინმა ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
იქვე, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია იმ “სიმამაცით”, რითაც საქართველოს ხელისუფლებამ დაიცვა საკუთარი პოზიცია “ახლახან მიღებულ კანონმდებლობასთან” დაკავშირებით.
“როდესაც საქართველოში მოვლენები დაიწყო, გულახდილად გითხრათ, მე გაოცებით ვუყურებდი და ვადევნებდი თვალ ამ ყველაფერს. ჩვენ მათთან, საქართველოს ხელისუფლებასთან, არავითარი ურთიერთობა არ გვაქვს, არავითარი. მაგრამ მე უბრალოდ გამაკვირვა მათმა სიმამაცემ და ხასიათმა, რომელიც მათ გამოავლინეს იმისთვის, რათა დაეცვათ საკუთარი თვალსაზრისი. ახლა მე არც კი მიცემ შეფასებას ამ თვალსაზრისს”, – დასძინა პუტინმა.
მანამდე, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე შეაქეს საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა “აგენტების კანონისა” და ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტის მიღებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია