არქივი13 მარტი, 2025, 00:28
ვლადიმირ პუტინი: უახლოეს მომავალში ამოცანაა – საბოლოოდ გავანადგუროთ მტერი, რომელიც გამაგრდა კურსკის ოლქში, და სრულად გავათავისუფლოთ რეგიონი

უკრაინული ძალების ოპერაციის დაწყების შემდეგ ვლადიმირ პუტინი პირველად ეწვია კურსკის ოლქს.
„უახლოეს მომავალში ამოცანაა – საბოლოოდ გავანადგუროთ მტერი, რომელიც გამაგრდა კურსკის ოლქში, და სრულად გავათავისუფლოთ რეგიონი“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა განაცხადა, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაკავებული ტერიტორიის 86%-ზე მეტი გათავისუფლებულია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.