ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინს შევხვდები, როგორც კი ამ შეხვედრის მოწყობას შევძლებთ – დონალდ ტრამპი

ვლადიმერ პუტინს შევხვდები, როგორც კი ამ შეხვედრის მოწყობას შევძლებთ – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გეგმავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას როგორც კი ამ შეხვედრის ორგანიზებას შეძლებენ.
„ვფიქრობ, დროა, უბრალოდ გავაკეთოთ ეს. ყველა ამბობდა, რომ პუტინი მიდიოდა და ზელენსკი მიდიოდა. მე ვთქვი, თუ მე არ წავალ, გარანტიას გაძლევთ, რომ პუტინიც არ წავა და ის არ წავიდა. მესმის ეს - მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ. საშუალოდ, ყოველ კვირას 5 000 ახალგაზრდა იღუპება“, - განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, სად შეხვდება რუს კოლეგას, ტრამპმა უპასუხა: „როგორც კი შევძლებთ მის მოწყობას“.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.