ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები წარადგინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, კანდიდატად ოფიციალურად რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები წარუდგინა.
მას თან ახლდა მოსკოვის იურიდიული ინსტიტუტის რექტორი ვიქტორ ბლაჟეევი.
პუტინმა, რომელიც ხელისუფლებაში 20 წელზე მეტია, გამოაცხადა, რომ მომავალი წლის მარტში, კიდევ 6-წლიანი ვადით მოისურვებს პრეზიდენტობას, რომელში გამარჯვებაც მოსალოდნელია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლის 17 მარტისთვის არის დაგეგმილი.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.