ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვის შესახებ წინადადება განიხილა

ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვის შესახებ წინადადება განიხილა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარში უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვის შესახებ წინადადება განიხილა, - ინფორმაციას რუსული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მიესალმება პუტინის განცხადებას რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების სტამბოლში გაგრძელების აუცილებლობის შესახებ, იმ ადგილიდან სადაც მოლაპარაკებები შეწყდა და რომ თურქეთი მზადაა მიიღოს მოლაპარაკებები, რომლებიც კონფლიქტის მუდმივ მოგვარებამდე მიგვიყვანს“, - აცხადებენ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მათივე ინფორმაციით, ერდოღანის მიიჩნევს, რომ გაიხსნა შესაძლებლობის ფანჯარა მშვიდობის მისაღწევად და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა დიალოგისთვის აუცილებელ ატმოსფეროს შექმნის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.