ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტ რაისის დაღუპვის გამო „ღრმა მწუხარება“ გამოხატა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტ რაისის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოხატა, - ამის შესახებ განცხადებას კრემლი ავრცელებს.
„ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ებრაჰიმ რაისს კარგად იცნობდა და მას აფასებდა, როგორც სანდრო პარტნიორს, რომელმაც რუსეთსა და ირანს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
კრემლის ცნობით, ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, მოჰამად მოხბერმა ვლადიმერ პუტინს თანაგრძნობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მხარეებმა, ორივე ქვეყნის ხალხების საკეთილდღეოდ, რუსეთ-ირანის ყოვლისმომცველი ურთიერთობის შემდგომი გაძლიერების სურვილს ხაზი გაუსვეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.