ვლადიმერ პუტინმა გამარჯვების დღე რვა ქვეყნის ლიდერებს, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებს, ასევე საქართველოსა და მოლდოვის მოსახლეობას მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსა და მოლდოვის ხალხებს გამარჯვების დღე მიულოცა, – ამის შესახებ განცხადება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„დიდ სამამულო ომში გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინმა მისალოცი გზავნილები აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ლიდერებს და ასევე, საქართველოსა და მოლდოვის ხალხებს გაუგზავნა“, – ნათქვამია განცხადებაში.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთო ისტორიის დამახინჯების ან დავიწყების ნებისმიერი მცდელობა შეწყდეს და, რა თქმა უნდა, ყურადღებით შეინარჩუნოთ და შემდეგ თაობებს მეგობრობისა და ურთიერთდახმარების დიდებული ტრადიციები გადასცეთ, რომლებიც ჩვენს მამებსა და ბაბუებს მძიმე სამხედრო განსაცდელების ღირსეულად გაძლებასა და ნაციზმის განადგურებაში დაეხმარა“, – აცხადებს ვლადიმერ პუტინი.
ვლადიმერ პუტინმა „რწმენა გამოთქვა, რომ დიდი სამამულო ომის დროს დამყარებული ძმური მეგობრული კავშირები ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის საიმედო საფუძვლად დარჩება“.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: ვინც რუსების ფსევდო ერთმორწმუნეობაზე და რუსოფობიაზე ბევრს ლაპარაკობთ და მათზე ლოცვით მუხლებს იტყავებთ, რამდენად ხართ მზად, თქვენი შვილები რუსებმა თავის დამპყრობლურ ომებში გაირეკონ?

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში