ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 2000 წლის შემდეგ ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში პირველად ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური და რუსული სახელმწიფო მედიასაშუალებები ავრცელებს.
მათი ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ფხენიანის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი დახვდა. პუტინთან ერთად იმყოფებიან ვიცე-პრემიერი დენის მანტუროვი, ვიცე-პრემიერი აქლესანდრ ნოვაკი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სხვები.
აღინიშნება, რომ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება. 19 ივნისს სხვადასხვა ფორმატის მოლაპარაკებებია დაგეგმილი, მათ შორის რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.