ვლადიმერ პუტინი – ყველა ჯარისკაცსა და მეთაურს ვულოცავ ახალ წელს, თქვენი და ჩვენი გამარჯვების გვჯერა – დიდი რუსეთისთვის მხოლოდ წინ უნდა წავიდეთ!

ყველა ჯარისკაცსა და მეთაურს ვულოცავ, ჩვენ თქვენი და ჩვენი გამარჯვების გვჯერა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საახალწლო მილოცვისას განაცხადა.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „ჯარისკაცები, რომლებიც სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ, სამშობლოსთვის იბრძვიან“.
მისი თქმით, მილიონობით რუსი ჯარისკაცებს მხარს უჭერს.
„თქვენ პასუხისმგებლობა აიღეთ, იბრძოლოთ თქვენი მშობლიური მიწისთვის, სიმართლისა და სამართლიანობისთვის. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის და დიდი რუსეთისთვის მხოლოდ წინ უნდა წავიდეთ“, – აღნიშნა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში