ვლადიმერ პუტინი – უკრაინისთვის ამერიკული Tomahawk-ის რაკეტების მიწოდება ესკალაციის სრულიად ახალი ეტაპი იქნება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინისთვის ამერიკული Tomahawk-ის რაკეტების მიწოდება ესკალაციის თვისობრივად ახალი ეტაპი იქნება.
„დააზიანებს თუ არა ეს ჩვენს ურთიერთობებს, რომელშიც გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა? რა თქმა უნდა, დააზიანებს, მაგრამ როგორ შეიძლება არ დააზიანოს? Tomahawk-ის ტიპის რაკეტების გამოყენება ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების პირდაპირი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ეს ესკალაციის სრულიად ახალი, თვისობრივად ახალი ეტაპი იქნება, მათ შორის რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში“, – განაცხადა პუტინმა.
სექტემბრის ბოლოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დახურული შეხვედრის დროს შეერთებულ შტატებს Tomahawk-ის ტიპის რაკეტები სთხოვა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა კვირას განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს უკრაინის მოთხოვნას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, Tomahawk-ის შეძენის შესახებ. აღსანიშნავია, რომ Tomahawk-ის რაკეტების მოქმედების რადიუსი 2 500 კმ-ია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება