ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი - უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებაზე შემდგომ მუშაობას ალასკაში განხილულ ფუნდამენტურ პრინციპებზე დავაფუძნებთ

ვლადიმერ პუტინი - უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებაზე შემდგომ მუშაობას ალასკაში განხილულ ფუნდამენტურ პრინციპებზე დავაფუძნებთ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი უკრაინის კონფლიქტზე მუშაობას ალასკის სამიტზე განხილულ ფუნდამენტურ პრინციპებზე დააფუძნებს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებაზე ჩვენს შემდგომ მუშაობას ალასკაში განხილულ ფუნდამენტურ პრინციპებზე დავაფუძნებთ“, - განაცხადა პუტინმა დსთ-ს სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს სხდომაზე.
მისი თქმით, რუსეთი, ზოგადად, დადებითად აფასებს ალასკის სამიტის შედეგებს.
„მე უკვე გავცვალე ინფორმაცია რამდენიმე კოლეგასთან და ვაცნობე მათ უკრაინაში სიტუაციის დარეგულირებასთან დაკავშირებით ანკორიჯში, ალასკაში, ამერიკელებთან ჩვენი მუშაობის შედეგები. ამ შედეგებს, ზოგადად, დადებითად ვაფასებთ“, - განაცხადა პუტინმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.