ვლადიმერ პუტინი უკრაინას 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კიევს პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა.
„ჩვენ ვთავაზობთ კიევის ხელისუფლებას, განაახლოს მოლაპარაკებები, რომელიც მათ შეწყვიტეს“, – განაცხადა პუტინმა მედიასთან საუბრისას.
რუსეთის ლიდერმა განმარტა, რომ საუბარია პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაუყოვნებლივ, 15 მაისს, სტამბოლში უნდა დაიწყოს.
“ვთავაზობთ კიევის რეჟიმთან პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას ხუთშაბათს, 15 მაისს, სტამბოლში, სადაც ის შეწყდა”, – აღნიშნა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“