ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი - რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს შორის ურთიერთობა არ არის კონიუნქტურული და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბრისას განაცხადა.
„ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები არ იყოს კონიუნქტურული და არავის წინააღმდეგ იყოს მიმართული. ჩვენი თანამშრომლობა მსოფლიო საქმეებში დღეს ერთ-ერთი მთავარი სტაბილიზაციის ფაქტორია საერთაშორისო ასპარეზზე“, - აღნიშნა პუტინმა.
პუტინის თქმით, რუსეთი და ჩინეთი ერთად იცავენ სამართლიანობის პრინციპებს და დემოკრატიულ მსოფლიო წესრიგს, რომელიც ასახავს მრავალპოლარულ რეალობას და საერთაშორისო კანონზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი ჩინეთს დღეს ეწვია. ეს მისი პირველი საერთაშორისო ვიზიტია პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.