ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი - რუსეთი არ შეიძლება იყო ისლამური ფუნდამენტალისტების ტერორიზმის სამიზნე

რუსეთი არ შეიძლება იყოს ისლამური ფუნდამენტალისტების ტერორისტული თავდასხმების სამიზნე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს ქვეყანა, რომელიც აჩვენებს რელიგიებს შორის ჰარმონიისა და ერთიანობის, რელიგიათა ერთიანობის, ეთნიკური ერთიანობის უნიკალურ მაგალითს", - აღნიშნა პუტინმა რუსეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების ფედერაციის ყრილობაზე.
მისი თქმით, არსებობს ყველა საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ „კროკუსზე“ ტერაქტის დამკვეთების მთავარი მიზანი რუსეთის ერთიანობის დარღვევა იყო.
„რა თქმა უნდა, და თუ ვიმსჯელებთ იმით, რასაც ახლა გამოძიება იძლევა, ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ მოსკოვში სისხლიანი, საშინელი ტერორისტული აქტის დამკვეთთა მთავარი მიზანი იყო სწორედ ჩვენი ერთიანობისთვის ზიანის მიყენება“, - განაცხადა პუტინმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.