ვლადიმერ პუტინი მინსკში ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბელარუსში გაემგზავრა, სადაც „საკავშირო სახელმწიფოს“ უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი ბელარუს კოლეგას ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება.
უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომა საკავშირო სახელმწიფოს შექმნის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსეთისა და ბელარუსის საერთო თავდაცვითი სივრცის გაძლიერების საკითხებს.
ამასთან, დაგეგმილია არაერთი კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ელექტროენერგიის ერთიანი ბაზრის ფორმირების, საქონლის უკანონო იმპორტის წინააღმდეგ ბრძოლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთიანი წესებისა და საკომუნიკაციო მომსახურების კომფორტული ტარიფების შემოღების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე