ვლადიმერ პუტინი – თუ კიევში ტრამპის წინადადებების განხილვა არ სურთ, მათ და ომის ევროპელ წამქეზებლებს უნდა ესმოდეთ, რომ მოვლენები, რაც კუპიანსკში მოხდა, გარდაუვალად მოხდება ფრონტის სხვა მონაკვეთებზეც – ჩვენ მზად ვართ, სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვისაც

აშშ-ის ადმინისტრაციას დღემდე არ გამოსდის უკრაინული მხარის დათანხმება, უკრაინა წინააღმდეგაა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან საუბარში განაცხადა.
“აშშ-ის ადმინისტრაციას დღემდე არ გამოსდის უკრაინული მხარის დათანხმება, უკრაინა წინააღმდეგაა. როგორც ჩანს, უკრაინა და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ ილუზიებში იმყოფებიან და ოცნებობენ, რომ რუსეთი სტრატეგიულად დაამარცხონ ბრძოლის ველზე. ვფიქრობ, ასეთ პოზიციას საფუძვლად მხოლოდ კომპეტენციის დაბალი დონე არ უდევს – საქმის ამ მხარეს ახლა არ განვიხილავ. მაგრამ, სავარაუდოდ, ეს პოზიცია ბრძოლის ველზე რეალურ სიტუაციაზე ობიექტური ინფორმაციის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული… თუ კიევში პრეზიდენტი ტრამპის წინადადებების განხილვა არ სურთ და ამაზე უარს ამბობენ, მაშინ მათ და ომის ევროპელ წამქეზებლებს უნდა ესმოდეთ, რომ მოვლენები, რომლებიც კუპიანსკში მოხდა, გარდაუვალად მოხდება ფრონტის სხვა საკვანძო მონაკვეთებზეც. შეიძლება ისე სწრაფად არა, როგორც ვისურვებდით, მაგრამ ეს გარდაუვალად გამეორდება… მაგრამ ჩვენ, როგორც აქამდე არაერთხელ მითქვამს, მზად ვართ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვისაც, პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის. მაგრამ ეს საჭიროებს, რა თქმა უნდა, შემოთავაზებული გეგმის ყველა დეტალის საგნობრივად განხილვას. მზად ვართ ამისთვის,” – განაცხადა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – ყულევის სანქცირება უმოქმედობის პასუხია, რაზეც პასუხისმგებელია ხელისუფლება – პოლიტიკოსები მძევლის როლში კი ბელარუსის სტანდარტია, „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, ამ ენით უნდა ელაპარაკონ ამერიკელებს და ევროპელებს, ესენი ვაჭრები არიან