არქივი20 ივნისი, 2024, 12:22
ვლადიმერ პუტინი ვიეტნამში ჩავიდა
ვლადიმერ პუტინი ვიეტნამში ჩავიდა, სადაც ქვეყნის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
პუტინს ჰანოის აეროპორტში ვიეტნამის ვიცე-პრემიერი ტრან ჰონგ ჰა და პარტიის უმაღლესი დიპლომატი ლე ჰოაი ტრუნგი დახვდნენ.
რუსეთის პრეზიდენტი ვიეტნამში კომუნისტური პარტიის ლიდერს, ნგუენ ფუ ჩონგის, პრეზიდენტ ტო ლამს და პრემიერ-მინისტრ ფემ მინი ჩინს შეხვდება.
რუსული მედია წერს, რომ პუტინის ვიზიტი ეკონომიკურ, განათლებისა და ენერგეტიკის საკითხებს შეეხება.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.