ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო დასავლეთის წინააღმდეგ ერთობლივი ომის სამ ახალ სტრატეგიაზე მუშაობენ - "ბილდი"

ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო დასავლეთის წინააღმდეგ ერთობლივი ომის სამ ახალ სტრატეგიაზე მუშაობენ - "ბილდი"

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დასავლეთის წინააღმდეგ ერთობლივი ომის სამ ახალ სტრატეგიაზე მუშაობენ, – ამის შესახებ გამოცემა „ბილდის“ სტატიაშია აღნიშნული.
სტატიის თანახმად, სამხედრო წვრთნების, „ზაპად 2025“-ის ფარგლებში რუსები და ბელარუსები ე.წ. სუვალკის დერეფნის დაკავების ოპერაციას ამუშავებენ.
აღნიშნული 60-კილომეტრიანი დერეფანი პოლონეთსა და ლიეტუვას შორის მდებარეობს და კალინინგრადის ოლქს უკავშირდება.
„ბილდის“ სტატიის მიხედვით, წვრთნების ცენტრალური ელემენტია დასავლეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის, კერძოდ, ახალი საშუალო რადიუსის რაკეტების, „ორეშნიკის“ გამოყენების იმიტაცია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.