ვლადიმერ პუტინი – გავაგრძელებთ სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებას, ეს არმიის გრძელვადიანი განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების მობილურობა და დარტყმის პოტენციალი გაიზრდება.
„ჩვენ გავაგრძელებთ სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებას, მათი მობილურობისა და დარტყმის პოტენციალის გაზრდას და ახალი თაობის იარაღითა და აღჭურვილობით შეიარაღებას“, – განაცხადა პუტინმა სპეციალური ოპერაციების ძალების დღის აღსანიშნავად გამოქვეყნებულ მიმართვაში.
მისი მტკიცებით, ეს რუსეთის არმიის გასაძლიერებლად მთავარი პრიორიტეტი.
„ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის გრძელვადიანი განვითარებისთვის“, – აღნიშნა პუტინმა.
მან რუსეთის სპეციალური ძალების პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მიულოცა. განსაკუთრებული მადლიერების სიტყვები მიმართა უკრაინასთან ომში მონაწილეებს.
„სპეციალური ოპერაციების ძალებმა პრაქტიკაში დაამტკიცეს, რომ მზად არიან დაიცვან სამშობლო პირველივე ბრძანებით, დაიცვათ რუსეთის ეროვნული ინტერესები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თქვენ დაიცავით ყირიმისა და სევასტოპოლის მოსახლეობა ნაციონალისტებისა და სადამსჯელო ძალებისგან, ბრწყინვალედ შეასრულეთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მისია სირიაში და დღეს თქვენ აჩვენებთ გმირობისა და გამბედაობის მაგალითებს ნეონაცისტებთან ბრძოლაში“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთი სპეციალური ოპერაციების ძალების დღეს 27 თებერვალს 2015 წლიდან აღნიშნავს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე