ვლადიმერ პუტინი ასლან ბჟანიას მოსკოვში იწვევს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას 9 მაისს მოსკოვში იწვევს, – ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ პროექტი „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
„ეხო კავკაზა“-ს ცნობით, 18 ნოემბრით დათარიღებულ დოკუმენტს, რომელიც ასლან ბჟანიას ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსეთის ელჩმა“, მიხაილ შურგალინმა გაუგზავნა, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დამავალა, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელიც 2025 წლის 9 მაისს გაიმართება, მოწვევის ტექსტი გადმოგცეთ“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია“.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე