ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ ბოჟაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე - ეს არის პროვოკაცია, ჩაიდინა მან, ვისაც უნდა კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაცია, მეტი დაპირისპირება - სახელმწიფო იმოქმედებს კანონის შესაბამისად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს რომ ეს პროვოკაციაა.
მისი განცხადებით, აღნიშნული პროვოკაცია ჩაიდინა იმან, ვისაც კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაცია და დაპირისპირება სურს.
„ეს არის პროვოკაცია, ჩაიდინა მან ვისაც უნდა კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაცია, კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება. სახელმწიფო იმოქმედებს კანონის შესაბამისად“ - წერს ბოჟაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.