ვლადიმერ ბოჟაძე – ოპოზიციის მცდელობა, არ ითანამშრომლონ საგამოძიებო კომისიასთან, ადასტურებს, რომ იმ პასუხისმგებლობის ეშინიათ, რომელიც შესაძლოა მომავალში დაეკისროთ

ოპოზიციის მცდელობა, არ ითანამშრომლონ [საგამოძიებო] კომისიასთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურად, იმ პასუხისმგებლობის ეშინიათ, რომელიც, შესაძლოა, მათ მომავალში კომისიის მუშაობის შედეგიდან გამომდინარე დაეკისროთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულია.
„ოპოზიცია ცდილობს, თავი აარიდოს [საგამოძიებო] კომისიასთან თანამშრომლობას, თუმცა ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ოპოზიციის მცდელობა, არ ითანამშრომლონ კომისიასთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურად, იმ პასუხისმგებლობის ეშინიათ, რომელიც, შესაძლოა, მათ მომავალში კომისიის მუშაობის შედეგიდან გამომდინარე დაეკისროთ. ასე რომ, მნიშვნელოვანია კომისიის მუშაობა, დაველოდოთ შედეგებს – რა სიახლეები იქნება იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება ახალი საქმეები იყოს აღძრული პროკურატურაში. თუმცა, ეს ყველაფერი უკვე დამოკიდებულია არა მხოლოდ კომისიაზე, არამედ იმ ადამიანებზე, ვისაც სურვილი აქვს, ითანამშრომლოს კომისიასთან. დამიჯერეთ, ასეთი ძალიან ბევრია”, – განაცხადა ბოჟაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტში “ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების თანამდებობის პირები დაიბარა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან