ვლადიმერ ბოჟაძე: არჩევნებში გარდაუვალი მარცხის “გასამართლებლად” რადიკალური ოპოზიცია ემზადება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, არსებობს პროვოკაციების, ქაოსის, არეულობის, დესტაბილიზაციის და სისხლიანი რევოლუციის მოწყობის გეგმა

არჩევნებში გარდაუვალი მარცხის “გასამართლებლად” რადიკალური ოპოზიცია, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობა” 22-25% (30-35 მანდატი) აიღებს, უკვე ემზადება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის. არსებობს პროვოკაციების, ქაოსის, არეულობის, დესტაბილიზაციის და სისხლიანი რევოლუციის მოწყობის გეგმა, ხელისუფლების ცვლილებას მოჰყვება მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს “უკრაინიზაცია”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
ბოჟაძე აღნიშნავს, რომ 2024 წელს რადიკალური ოპოზიციის მარცხი გარდაუვალია, რადგან ძალიან მარტივია ომსა და მშვიდობას, დესტაბილიზაციასა და სტაბილურობას შორის არჩევანის გაკეთება.
“2012 წლის შემდეგ საქართველოში ჩატარდა პრეზიდენტის 2 (2013, 2018), ადგილობრივი თვითმმართველობის 3 (2014, 2017, 2021) და საქართველოს პარლამენტის 2 (2016, 2020) , ასევე ყოველ წელს სხვადასხვა რიგგარეშე და შუალედური არჩევნები, რომლებიც პირწმინდად წააგო “ნაციონალურმა მოძრაობამ” და რადიკალურმა ოპოზიციამ, სამაგიეროდ მოიგო ქართველმა ხალხმა და “ქართულმა ოცნებამ”. ამ მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე ზუსტად იციან, რომ ვერც 2024 წლის და ვერც 2025 წლის არჩევნებს ვერ მოიგებენ, ამიტომ ცდილობენ წინასწარ გამოაცხადონ არჩევნები გაყალბებულად, უნდობლობა და ნიჰილიზმი გააჩინონ საზოგადოებაში.
ყველას კარგად გვახსოვს როგორ ცდილობდა რადიკალური ოპოზიცია 2020 წლის არჩევნების შედეგების გაყალბებულად გამოცხადებას, სწორედ ამის “დასადასტურებლად” გააყალბეს პარალელური დათვლა(PVT), 7 თვის განმავლობაში არ შევიდნენ პარლამენტში, მართავდნენ საპროტესტო აქციებს და მანიფესტაციებს, ახდენდნენ სახელმწიფო შენობების ბლოკირებას, ცდილობდნენ ცესკო-ს შენობაში შეჭრას და საარჩევნო მასალების დაწვას, არსებობდა ქვეყანაში არეულობის მოწყობის და დესტაბილიზაციის გეგმა, გეგმა რომელიც ხელისუფლების და ხალხის ძალისხმევით არ და ვერ შესრულდა.
2024 წლის პარლამენტის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, 5 % ბარიერით და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. ელექტრონული ვერიფიკაციის სისტემა სრულად უზრუნველყოფს პრინციპს “ერთი ამომრჩეველი ერთი ხმა”, ხოლო ხმის მთვლელი მოწყობილობა, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, უმოკლეს დროში (20-30 წუთი) უზრუნველყოფს წინასწარი ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებას.
არჩევნებში გარდაუვალი მარცხის “გასამართლებლად” რადიკალური ოპოზიცია, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობა” 22-25%(30-35 მანდატი) აიღებს, უკვე ემზადება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, არსებობს პროვოკაციების, ქაოსის, არეულობის, დესტაბილიზაციის და სისხლიანი რევოლუციის მოწყობის გეგმა, ხელისუფლების ცვლილებას მოყვება მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს “უკრაინიზაცია”. 2012 წელს ქართველმა ხალხმა დაამარცხა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი და “ნაციონალური მოძრაობა”, შემდეგ ჩატარებულ ყველა არჩევნებზე 1 000 000-მდე ამომრჩეველი საკუთარი გადაწყვეტილების ერთგული დარჩა და 2024 წელსაც რადიკალური ოპოზიციის მარცხი გარდაუვალია, რადგან ძალიან მარტივია ომსა და მშვიდობას, დესტაბილიზაციასა და სტაბილურობას შორის არჩევანის გაკეთება”, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან რთული წლები გამოვიარეთ, თუმცა, ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი იმ მიღწევებში, რაც ჩვენს გუნდს და ქვეყანას აქვს. სწორედ მისი გამორჩეული სიბრძნის და გათვლების წყალობით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა