არქივი24 დეკემბერი, 2023, 09:08
"ვკვდები როგორც ქალაქი" | ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან, აქცია-პერფორმანსი გაიმართა [VIDEO]
"ვკვდები როგორც ქალაქი…" - ამ სლოგანით ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" სიმბოლურ სირცხვილის დერეფანში გაატარეს.
სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, 5 წელი გავიდა, რაც "ქართულმა ოცნებამ" საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან თბილისში გადაიტანა და ამით ქალაქის კვდომა გამოიწვია.
როგორც აქტივისტები ამბობენ, საპარლამენტო სტატუსის დაკარგვის შედეგად ქალაქმა მოსახლეობის რაოდენობით მეორიდან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.