ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიცოდი, ტრამპი ქვეყანას დამანგრეველ დარტყმას მიაყენებდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, არ ვიცოდი, რომ ეს რეალური ნგრევა იქნებოდა - ჯო ბაიდენი

ვიცოდი, ტრამპი ქვეყანას დამანგრეველ დარტყმას მიაყენებდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, არ ვიცოდი, რომ ეს რეალური ნგრევა იქნებოდა - ჯო ბაიდენი

დონალდ ტრამპის მიერ დანგრეული თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთა მისი პრეზიდენტობის იდეალური სიმბოლოა, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნებრასკის შტატის ქალაქ ომაჰაში, „დემოკრატიული პარტიის“ ღონისძიებაზე განაცხადა.
„ვიცოდი, რომ ტრამპი ქვეყანას დამანგრეველ დარტყმას მიაყენებდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, არ ვიცოდი, რომ ეს რეალური ნგრევა იქნებოდა“, - განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, „ტრამპი დამანგრეველ დარტყმას არა მხოლოდ თეთრ სახლს, არამედ კონსტიტუციას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას აყენებს“.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, საბანკეტო დარბაზის მშენებლობის მიზნით გასულ თვეში თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთის დანგრევა დაიწყო.
interpressnews.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.