არქივი28 ნოემბერი, 2024, 22:36
„ვიცით, რომ არ დანებდებით“ – ლანდსბერგისი ქართველ ხალხს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეხმაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
„თქვენ ხართ ქართველები და შესაბამისად, ევროპელები. ამას ვერავინ წაგართმევთ. მოგზაურობა რთული და გრძელია, მაგრამ ვიცით რომ არ დანებდებით, და არც ჩვენ ჩავიქნევთ თქვენზე ხელს“, – ამბობს იგი.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.