ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ვიცავ საზოგადოებრივ წესრიგს“ - „ოცნების“ პარტიულ შეხვედრას კახეთის პოლიციის უფროსი დაესწრო

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრას ესწრებოდა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე.
პრემიერ-მინისტრის თელავში ჩასვლამდე, კალანდაძე თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებთან ერთად იდგა, ღარიბაშვილის ჩასვლის შემდეგ კი, პარტიის მხარდამჭერებთან ერთად იმ დარბაზში შევიდა, სადაც შეხვედრა გაიმართა.
„პარტიული შეხვედრაა და ვიცავ საზოგადოებრივ წესრიგს“ - ასე უპასუხა კალანდაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რატომ იმყოფებოდა პოლიციის მაღალჩინოსანი პარტიულ შეხვედრაზე. თეიმურაზ კალანდაძეს, უნიფორმის ნაცვლად, სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 2 ივნისს კახეთის ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიის მხარდამჭერებს თელავში შეხვდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.