ვიღაცებს ჰგონიათ, შემაშინებენ, მაგრამ 29-ის მერე ვიქნები ის, რაც ვარ, პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით

ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, რაღაც მუქარით მელაპარაკებიან და მგონი, მაინც ვერ მიცნობენ, ან ეს არის მცდელობა, რომ ამაგდონ და ვთქვა, აბა რა. მეორე მხრივ, ძალიან მადლობელი ვარ, მესმის საზოგადოებისგან და ბევრი სხვადასხვა ჯგუფებისგან, დავიცავთ პრეზიდენტსო, მაგრამ დასაცავიც არ ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზურაბიშვილის განცხადებით, ყველაფერი ძალიან ნათელია. მისივე თქმით, ამ ქვეყანაში არეულობა არავის უნდა.
„არც მეშინია და ვნახოთ, სად ვიქნები, როგორ ვიქნები 29-ის მერე, მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ, პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით და იქნება ეს პრეზიდენტი თქვენი, ყველას მსახური, თქვენ გემსახურებით, როგორც ვემსახურები ქვეყანას და სამშობლოს. ასე რომ, ყველაფერი ძალიან ნათელია. ყველაფერი ძალიან მარტივია. მინდა, ხაზი გავუსვა აუცილებლად, რომ არავის ამ ქვეყანაში არ უნდა არეულობა. ხელისუფლების, უფრო სწორად მმართველი პარტიის გეგმებში, სცენარებში, ზოგიერთი სცენარი ჩვენც გვაქვს ნანახი, აწვებიან იმას, რომ იქნება არეულობა, იქნება სამოქალაქო დაპირისპირება და რაღაცნაირად, ამ სცენარს უწყობენ ხელს. ნაძვის ხის მომენტი იყო ეს, გუშინაც ალბათ იმედი ჰქონდათ, ამიტომ იყო ამდენი პოლიციელი თავმოყრილი თავისუფლების მოედანზე.
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა მშვიდობიანად გაივლის ახალი არჩევნების ეტაპს.
„შიგადაშიგ აბრალებენ პოლიტიკურ პარტიებს, რომ მათ უნდათ გადატრიალება, რევოლუცია, ამიტომ უნდა დაიჭირონ, გააუქმონ პარტიები და ა.შ. მეც მაბრალებენ რადიკალიზმს, არ ვიცი, სად დაინახეს. ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის მომავალი დემოკრატიულ, ევროპულ და ამერიკულ ქვეყნებთან ერთად და ამისთვის არანაირი არეულობა არ გვაწყობს. გვაწყობს ქვეყნის განვითარება და ქვეყნის განვითარებას სჭირდება მშვიდობა. თქვენ, რომლებიც ამდენს ლაპარაკობდით მშვიდობაზე, რეალურად გვაშინებდით გარე ომის საფრთხით, რომელიც ჯერ გაურკვეველი და გაუგებარია, ახლა გინდათ, დაგვაშინოთ შიდა ომით, არც ერთი არ გამოვა და არც მეორე. ეს ქვეყანა წავა თავისი გზით, მშვიდობიანად, გაივლის ახალი არჩევნების ეტაპს, იქნება ძალიან წარმატებული და ძლიერი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება