ვიქტორ ჯაფარიძე: პირადად მე, ვიქტორ ჯაფარიძეც დასანქცირებული ვარ, იმისთვის, რომ პარლამენტის წევრმა კანონს მხარი დავუჭირე

“მე გავაგრძელებ თემას გიორგი გაბიტაშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით – პირადად მე, ვიქტორ ჯაფარიძეც დასანქცირებული ვარ, იმისთვის, რომ პარლამენტის წევრმა კანონს მხარი დავუჭირე.
ვინც ჩვენ დაგვასანქცირა, ვინც ქართული ტელევიზიები და ბატონი გიორგი გაბიტაშვილი დაასანქცირა, იმათმა იკითხონ, უსამართლობაზე”. – თქვა  დეპუტატმა,  “ხალხის ძალის” წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენერალურ აუდიტორს, ყოფილ გენპროკურორ გიორგი გაბიტაშვილს უსმენენ, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიერ არის დასანქცირებული.
გაბიტაშვილმა თქვა, რომ სანქცირება პრობლემას არ წარმოადგენს იმისთვის, რომ მას გენერალური აუდიტორის თანამდებობა ეკავოს.