ვიქტორ ჯაფარიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, წმინდა სამოციქულო ეკლესიას, მრევლს და თითოეულ მოქალაქეს, ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის -ის გარდაცვალებას, მთელი მისი მოღვაწეობა იყო ერის სულიერი ერთიანობის სიმბოლო

„დიდი მადლობა იმ 49 წლისთვის, რომელიც მან, როგორც საჭეთმპყრობელმა დიდი რუდუნებით ატარა, ეს იყო საქართველოში მართლმადიდებლობის აღირძინების საუკეთესო წლები, თუმცა ეს არ იყო იავარდით მოფენილი გზა,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ რეგიონული ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ამ პოსტით იმ ღვაწლს უსვამს ხაზს, რაც ქვეყნისა და ერისა წინაშე პატრიარქს მიუძღვის. „მეორე დღეა მთელი ქვეყნიდან მოდიან მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში ჩვენი პატრიარქის -ის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად. ვიღებთ სამძიმრებს ჩვენი არაქრისტიანი თანამემამულეებისგანაც, რომლებიც ჩვენს უსაზღვრო მწუხარებას ჩვენთან ერთად იზიარებენ. ამ მძიმე წუთებში ძნელია სრულად შეაფასო ჩვენი სულიერი მამის ღვაწლი დედა ეკლესიისა და ჩვენი სამშობლოს წინაშე. დიდი მადლობა იმ 49 წლისთვის, რომელიც მან, როგორც საჭეთმპყრობელმა დიდი რუდუნებით ატარა, ეს იყო საქართველოში მართლმადიდებლობის აღირძინების საუკეთესო წლები, თუმცა ეს არ იყო იავარდით მოფენილი გზა.
მხოლოდ 9 აპრილისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, კონფლიქტის ზონიდან ჩვენი გმირი ჯარისკაცების გადმოსვენების გახსენებაც საკმარისია იმის საილუსტრაციოდ, რა რთულ და გამოწვევებით სავსე ეპოქაში მოუწია მას, როგორც სულიერ ლიდერს, ემართა და გაეძლიერებინა დედა ეკლესია. დღეს, ძალიან შთამბეჭდავი იყო პატრიარქის ნათლულების მარში, მძიმე დემოგრაფიული სურათის ფონზე, მისი ეს ინიციატივა ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმის, რამდენად დიდი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე სულიერი მამა გვყავდა. ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, წმინდა სამოციქულო ეკლესიას, მრევლს და თითოეულ მოქალაქეს, ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას, მთელი მისი მოღვაწეობა იყო ერის სულიერი ერთიანობის სიმბოლო,“ – წერს ვიქტორ ჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ დანაშაულებზე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ

მამუკა მდინარაძე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე