არქივი12 აპრილი, 2026, 12:22
ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში ხმა მისცა - მე აქ გამარჯვებისთვის ვარ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მედიის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერმა ხმა ბუდაპეშტის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მისცა და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ხალხის ხმას პატივი უნდა სცენ.
ორბანმა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა. ამასთან, ორბანმა განაცხადა, რომ არჩევნებში გაიმარჯვებენ.
„მე აქ გამარჯვებისთვის ვარ“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.