ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიქტორ ორბანი - უნგრეთი აშშ-ის მიერ რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაზე მუშაობს

ვიქტორ ორბანი - უნგრეთი აშშ-ის მიერ რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაზე მუშაობს

უნგრეთი მუშაობს იმაზე, თუ როგორ აუაროს გვერდი აშშ-ის მიერ რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ ავუაროთ გვერდი ამ სანქციას“, - აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, უნგრული ნავთობისა და გაზის კომპანია MOL-ის წარმომადგენლებს აშშ-ის მიერ რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ ესაუბრა.
Reuters-ი წერს, რომ MOL-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები უნგრეთსა და სლოვაკეთში, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 14.2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავებაა, „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით ტრანსპორტირებულ რუსულ ნედლეულზე არიან დამოკიდებულები.
MOL-ის შვილობილმა კომპანიამ სლოვაკეთში, Slovnaft-მა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მის ოპერაციებზე აშშ-ის სანქციების შესაძლო გავლენას აანალიზებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.