ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში წევრობას არ ეთანხმება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის ევროკავშირში წევრობას არ ეთანხმება.
როგორც ის აცხადებს, უკრაინის ევროკავშირში წევრობა ამ მომენტისთვის არ ემთხვევა უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს.
ამიტომ პრემიერი ორბანი მიიჩნევს, რომ ოფიციალური სთვის „სტრატეგიული პარტნიორობა“ უნდა იქნეს შეთავაზებული იქამდე სანამ დაიწყება მოლაპარაკებები მის გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
„უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება დღეს, არ ემთხვევა უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს. არ ღირს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება, რადგან ჩვენ არ შეგვძლებია ვუპასუხოთ კითხვას, თუ რა იქნება უკრაინის წევრობის შედეგები“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა უნგრული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ „მწვანე შუქის“ ანთება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების ან უკრაინის ახალი დაფინანსების გამოყოფის საკითხისთვის, უნდა მოხდეს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი გადაწყვეტილების საფუძველზე, თუმცა, უნგრეთი არც ახალი ბიუჯეტის დამტკიცებას ეთანხმება, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფას გულისხმობს.
ორბანის განცხადებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ს დახმარება თავისი ეროვნული ხაზინებიდან უნდა შესთავაზონ და არა ევროკავშირის საერთო ბიუჯეტიდან.
ის ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინის გაწევრიანებაზე საუბარი საერთოდ არ უნდა იყოს 14-15 დეკემბრის სამიტის დღის წესრიგში.
„მე მხარს დავუჭერ ევროკავშირის დასკვნას უკრაინას სტრატეგიული პარტნიორობა შესთავაზოს პირველ ეტაპზე. 5-10 წელია საჭირო, ჯერ უნდა დავახლოვდეთ მათთან. ახლა დისტანცია ძალიან დიდია, მოგვეცით დრო მათთან მუშაობა დავიწყოთ“,- განაცხადა ორბანმა.