ვიქტორ ორბანი – უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება დიდ ზიანს მოგვიტანს – საუბარია ქვეყანაზე, რომლის ტერიტორიაზეც რუსი ჯარისკაცები იმყოფებიან

ევროკავშირმა არ უნდა დაიწყოს უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რადგან მის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს და იქ რუსი ჯარისკაცები იმყოფებიან, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა HIRTV-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს გადაწყვეტილება (უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება) დიდ ზიანს მოგვიტანს. მზად არ ვართ. არ ვიცით ამჟამინდელი რიცხვითი მაჩვენებლები. საუბარია ქვეყანაზე, რომლის ტერიტორიაზეც რუსი ჯარისკაცები იმყოფებიან. მათაც მივიღებთ? რა ტერიტორიაზეა საუბარი, მოსახლეობის რა რაოდენობაზე“, – აღნიშნა ორბანმა.
მისივე თქმით, 14-15 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგი იყო, მაგრამ დანარჩენი 26 ქვეყნის ლიდერები ვერ დაარწმუნა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა