ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიქტორ ორბანი: უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა

უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა, ჩვენ არ შეგვიძლია, მივიღოთ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გამოცემა „ლე ფოინთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინა, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა მსოფლიოში. რა ხუმრობაა! ჩვენ არ შეგვიძლია, მივიღოთ გადაწყვეტილება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“, – განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერი ასახელებს ეკონომიკურ მიზეზსაც. მისი თქმით, თუნდაც საფრანგეთს დამატებით 3.5 მილიარდ ევროზე მეტის გადახდა მოუწევდა ევროკავშირის საერთო ბიუჯეტში, თუკი უკრაინა ევროგაერთიანებას შეუერთდება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.