ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიქტორ ორბანი ომის დაწყების შემდეგ პირველად კიევში ჩავიდა

2 ივლისს უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პირველად უკრაინას ოფიციალური ვიზიტით ეწვია. 1-ელ ივლისს უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
"უნგრელი პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში ჩამოვიდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დისკუსიებისთვის" - თქვა ორბანის პრესასთან ურთიერთობის მდივანმა ბერტალან ჰავაშიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი და ვიქტორ ორბანი მშვიდობის დამყარების და უნგრულ-უკრაინულ ორმხრივი ურთიერთობის შესახებ ისაუბრებენ. უნგრეთი დასავლური ალიანსის ერთადერთი წევრი სახელმწიფო იყო, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა და აყოვნებდა უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების მიწოდების პროცესს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.