ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიქტორ ორბანი - მისია შესრულებულია, უნგრეთის სახსრები უკრაინაში არ აღმოჩნდება

მისია შესრულებულია, უნგრეთის სახსრები უკრაინაში არ აღმოჩნდება. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი “ტვიტერის” პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს.
“მისია შესრულებულია. უნგრეთის სახსრები უკრაინაში არ აღმოჩნდება, პირველი და მეორე წლის ბოლოს კონტროლის მექანიზმი გვაქვს. უკრაინაში მიმდინარე ომზე ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება: საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები”, - განაცხადა ორბანმა.
მისი თქმით, დეკემბერში ევროპულმა საბჭომ “ორი უნგრული პრობლემის” მოგვარება ვერ მოახერხა და ამიტომ უნგრეთმა მაშინ თანხმობა არ თქვა უკრაინისთვის დახმარებაზე.
“ვშიშობდით, რომ ევროკავშირის ფონდებიდან სახსრები, რომელიც უნგრელებისთვის არის განკუთვნილი და ევროკომისიის მიერაა დაბლოკილი, ადრე თუ გვიან უკრაინაში აღმოჩნდებოდა. ვშიშობდით, რომ რესურსები უკრაინას გრძელვადიანი პერიოდით უკონტროლოდ გადაეცემოდა”, - განაცხადა ორბანმა და დაამატა, რომ მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს საჭირო კონტროლსა და გარანტიას, რომ უნგრეთის სახსრები უკრაინას არ გადაეცემა.
ცნობისთვის, 1 თებერვალს ევროკავშირის ყველა 27-მა წევრმა, მათ შორის უნგრეთმაც, მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გადაცემას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.