არქივი29 ოქტომბერი, 2024, 12:25
ვიქტორ ორბანი - თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში ქართველმა ხალხმა ხმა მშვიდობასა და კეთილდღეობას მისცა

თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში ქართველმა ხალხმა ხმა მშვიდობასა და კეთილდღეობას მისცა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
„ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. შაბათ-კვირას გამართული არჩევნების შესახებ ერთი რამ ნათელია: თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში ქართველმა ხალხმა ხმა მშვიდობასა და კეთილდღეობას მისცა. ჩვენ აქ ვართ, რათა ევროინტეგრაციისკენ საქართველოს ძალისხმევას მხარი დავუჭიროთ და უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობები გავაძლიეროთ. პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს, მადლობა მასპინძლობისთვის!“ - წერს ვიქტორ ორბანი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.