ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიქტორ ორბანი - ვენესუელაში აშშ-ის ქმედებები იმ ახალი ენის გამოვლინებაა, რომელზეც მსოფლიო მომავალში ილაპარაკებს

ვიქტორ ორბანი - ვენესუელაში აშშ-ის ქმედებები იმ ახალი ენის გამოვლინებაა, რომელზეც მსოფლიო მომავალში ილაპარაკებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ვენესუელაში აშშ-ის ქმედებები არის „ახალი ენის“ გამოვლინება, რომელზეც მსოფლიო მომავალში ილაპარაკებს.
„ეს არის ენა, რომელზეც მსოფლიო მომავალში ილაპარაკებს. უნგრეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვენესუელასთან ერთად, აშშ-ს, შეფასების თანახმად, მსოფლიოს ნავთობის რეზერვების 40-50 პროცენტის გაკონტროლების შესაძლებლობა ექნება. ეს არის ძალა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს ენერგომატარებლების გლობალურ ფასებზე“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ამერიკელებს ტრამპის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური პროგრამის განსახორციელებლად უფრო იაფი ენერგია სჭირდებათ და „ეს კარგი ამბავია უნგრეთისთვის“.
„ვხედავ სერიოზულ შანსს, რომ ვენესუელაზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, უნგრეთი ენერგეტიკულ ბაზარზე უფრო ხელსაყრელ სიტუაციაში იქნება“, - აღნიშნა ორბანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.