არქივი13 სექტემბერი, 2024, 11:08
ვიქტორ ორბანი - ევროკავშირმა უნგრეთს საზღვრის დაცვის ხარჯები უნდა აუნაზღაუროს
ევროკომისიამ უნგრეთს ევროკავშირის გარე საზღვრების არალეგალური მიგრაციისგან დაცვის უზარმაზარი ხარჯები უნდა აუნაზღაუროს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„უნგრეთს უნდა აუნაზღაურდეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხა, რომელიც საზღვრის დაცვა დაგვიჯდა“, - აღნიშნა ორბანმა.
მისი მტკიცებით, ევროკავშირი ამ ხარჯებს დაფარავს და ეს მხოლოდ დროის საკითხია.
„გადაიხდიან, ეს მხოლოდ დროის საკითხია“, - აღნიშნა ორბანმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.