ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიქტორ ორბანი - ევროკავშირის ლიდერებმა, აშშ-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მაგალითზე, ევროკავშირსა და რუსეთს შორის სამიტი უნდა ჩაატარონ

ვიქტორ ორბანი - ევროკავშირის ლიდერებმა, აშშ-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მაგალითზე, ევროკავშირსა და რუსეთს შორის სამიტი უნდა ჩაატარონ

ევროკავშირის ლიდერებმა, აშშ-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მაგალითზე, ევროკავშირსა და რუსეთს შორის სამიტი უნდა ჩაატარონ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი X-ზე წერს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განმარტა თუ რატომ არ მოაწერა ხელი უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას.
„იქამდე, სანამ ლიბერალურ-მეინსტრიმული მომღერალთა გუნდი თავიანთი საყვარელი „პუტინის მარიონეტის“ მელოდიის უახლესი ვერსიის შესრულებას დაიწყებს, გადავწყვიტე ავხსნა, თუ რატომ არ დავუჭირე მხარი ამ განცხადებას უნგრეთის სახელით. ეს განცხადება ცდილობს დააწესოს პირობები იმ შეხვედრისთვის, რომელზეც ევროკავშირის ლიდერები მიწვეულები არც კი არიან“, - წერს ვიქტორ ორბანი.
მისი თქმით, „ის ფაქტი, რომ ევროკავშირი პროცესს გარეთ დარჩა, უკვე თავისთავად სამწუხაროა“.
„ერთადერთი, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს, არის ის, თუ მითითებების გაცემას სათადარიგოთა სკამიდან დავიწყებთ. ერთადერთი გონივრული ნაბიჯი, ევროკავშირის ლიდერების მიერ, აშშ-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მაგალითზე, ევროკავშირსა და რუსეთს შორის სამიტის ჩატარებაა. მოდით, მშვიდობას შანსი მივცეთ!“ - აცხადებს ვიქტორ ორბანი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.