ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს - უნგრეთი უკრაინას ბენზინითა და ელექტროენერგიით ეხმარება, სანაცვლოდ ისინი ბომბავენ ნავთობსადენს, რომელიც ჩვენ გვამარაგებს - ეს ძალიან არამეგობრული ჟესტია

ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს - უნგრეთი უკრაინას ბენზინითა და ელექტროენერგიით ეხმარება, სანაცვლოდ ისინი ბომბავენ ნავთობსადენს, რომელიც ჩვენ გვამარაგებს - ეს ძალიან არამეგობრული ჟესტია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ თავდასხმის გამო, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილი მისწერა, - ინფორმაციას Magyar Nemzet-ი ავრცელებს.
„მილსადენი ნავთობს აწვდის უნგრეთსა და სლოვაკეთს, ორ ქვეყანას, რომლებსაც ნავთობის იმპორტის სხვა გზა არ აქვთ. უნგრეთი უკრაინას ბენზინითა და ელექტროენერგიით ეხმარება, სანაცვლოდ ისინი ბომბავენ ნავთობსადენს, რომელიც ჩვენ გვამარაგებს. ეს ძალიან არამეგობრული ჟესტია! პრეზიდენტო ტრამპ, წარმატებას ვუსურვებთ მშვიდობისკენ სწრაფვაში“, - აღნიშნულია წერილში, რომლის ასლსაც გამოცემა აქვეყნებს.
Magyar Nemzet-ი ასევე აქვეყნებს მეორე წერილის ასლსაც, რომელიც, გამოცემის ცნობით, ტრამპმა ორბანს საპასუხოდ გაუგზავნა.
„ვიქტორ, არ მომწონს ის, რასაც ვისმენ - ძალიან გაბრაზებული ვარ ამის გამო. გადაეცით ეს სლოვაკეთს. შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ“, - აღნიშნულია წერილში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.